ლიეტუვა აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას არ აღიარებს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139621 ლიეტუვა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ევროპულ და ევროატლანტკურ გზას მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი წერს. „ლიეტუვა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ჩვენ ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქათველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი.
0