კორონავირუსით დაავადებულ ქალს კონტაქტი 90-ზე მეტ პირთან ჰქონდა

0
დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალთან ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი დადგენილია. მისივე თქმით, აღნიშნულ პირთან კონტაქტი 90-ზე მეტ ადამიანს ჰქონდა. როგორც იმნაძე აღნიშნავს, ისინი იზოლაციაში იმყოფებიან და სიმპტომის ქონის შემთხვევაში ჩაუტარდებათ გამოკვლევა. "ისინი ყველანი იმყოფებიან იზოლაციაში და შემიძლია ვთქვა, რომ მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. თუ ვინმეს სიმპტომები აქვთ, ჩაუტარდებათ გამოკვლევა. მარნეულის კონტაქტები უკვე გამოკვლეულია და სამი არის უარყოფითი" , - განაცხადა პაატა იმნაძემ.
#კორონავირუსი
#პაატაიმნაძე
#ინფიცირებულები
#დარჩისახლში
#tbilisidaily
0