აფხაზეთში ე.წ არჩევნები მაინც გაიმართა

0
აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 22 მარტს მაინც გაიმართა და აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტი ასლან ბჟანია გახდა. ასლან ბჟანია ოპოზიციონერი კანდიდატია, რომელიც არჩევნებამდე სამი კვირით ადრე რუსეთში შეუძლოდ გახდა და შესაძლო მოწამვლის დიაგნოზით კრასნოდარის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მოგვიანებით რუსმა ექიმებმა ბჟანიას პნევმონიის დიაგნოზი დაუდგინეს. აღსანიშნავია, რომ ბჟანიამ წინა არჩევნების დროს ჯანმრთელობის პრობლემის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო. ამჯერად გამარჯვების მთავარ პრეტენდენტად სწორედ ის მიიჩნეოდა. ეს არჩევნები განმეორებითია — 2019 წლის შემოდგომაზე ჩატარებული არჩევნები, სადაც რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა, არაკანონიერად სცნეს. არჩევნების განმეორებით დანიშვნას ოპოზიციის აქციები და შტურმით სამთავრობო შენობების აღება უძღოდა წინ. განმეორებით არჩევნებს აფხაზეთში ბჟანიას მხარდამჭერების აქტიური მოქმედებების შედეგად მიაღწიეს.
#არჩევნები
#აფხაზეთი
#ოკუპირებულიტერიტორია
#ბჟანია
#საქართველო
#sokhumidaily
0