მარნეულიდან გადმოყვანილ პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი პრაქტიკულად დადგენილია

0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მარნეულიდან გადმოყვანილ პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი პრაქტიკულად დადგენილია. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, დაახლოებით 90-მდე ადამიანი იმყოფება იზოლაციაში. „პრაქტიკულად, ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი დადგენილია. ეს არის 90-ზე მეტი ადამიანი. ყველა იმყოფება იზოლაციაში. მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. თუ ვინმეს სიმპტომები აქვს, გამოკვლევა ჩაუტარდებათ. გარდა ამისა, მარნეულის კონტაქტები უკვე გამოკვლეულია. სამი არის გამოკვლეული, სამი არის უარყოფითი, რომელიც უკვე გამოიკვლიეს მარნეულის შემთხვევაზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
#stopcovid19
#covid19
#coronavirus
#georgia
0