აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 471-მდე გაიზარდა

0
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 471-მდე გაიზარდა, რაც შეეხება ინფიცირებულებს, ქვეყანაში ამ დროისთვის 35 224 შემთხვევა ფიქსირდება. ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ნიუ იორკსა და ვაშინგტონში. ბოლო დღეების მონაცემებით აშშ-მა ესპანეთის მაჩვენებლებს გადაუსწრო. ამჟამად, worldometers-ის ბაზაში ინფიცრებულთა რაოდენობით კვლავ ჩინეთი ლიდერობს, მას მოჰყვება იტალია, აშშ, ესპანეთი, გერმანია და ირანი.
#news
#politics
#events
#coronavirus
Tbilisi
0