ესპანეთში კორონავირუსს ბოლო 24 საათში 462 ადამიანი ემსხვერპლა

0
ესპანეთში კორონავირუს, „კოვიდ 19“-ს ბოლო 24 საათში 462 ადამიანი ემსხვერპლა. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით საერთო ჯამში 2 182 ადამიანი დაიღუპა, 2 575 კი გამოჯანმრთელდა. ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების 29 909 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყნის ხელისუფლება „კოვიდ 19“-ის პიკს 25 მარტს ელოდება.
#covid19
#coronavirus
#spain
0