გენერალი ჰოჯესი- "ნატოს" წევრობისთვის საქართველო დღესვე არის მზად, უკრაინა - არა"
Tbilisi Daily
ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ საქართველო მზად არის ნატოს წევრობისთვის. ჰოჯესმა ამის შესახებ კუკრაინაში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
"უკრაინისთვის ნატოში შესვლა ნაადრევია. ქვეყანამ გარკვეული გზა უნდა გაიაროს. საქართველო უკვე მზად არის, რომ გაწევრიანდეს ნატოში. უკრაინას ჯერ კიდევ აქვს ნაბიჯები გადასადგმელი. მე მჯერა, ორივე ქვეყანა გახდება ნატოს წევრი. საქართველო უკვე არის მზად, მაგრამ უკრაინამ უნდა გააგრძელოს ინტეგრაციის პროცესი,"- განაცხადა ევროპაში ამერიკის სახმელეთო ჯარების ყოფილმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა.