მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალთან ახლო კონტაქტში მყოფი 90-ზე მეტი პირი იდენტიფიცირებულია

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139624 მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალთან ახლო კონტაქტში მყოფი 90-ზე მეტი პირი იდენტიფიცირებულია, აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ავრცელებს. იმნაძემ განცხადება უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა. "ისინი ყველანი იმყოფებიან იზოლაციაში და შემიძლია ვთქვა, რომ მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. თუ ვინმეს სიმპტომები აქვთ, ჩაუტარდებათ გამოკვლევა. მარნეულის კონტაქტები უკვე გამოკვლეულია და სამი არის უარყოფითი" , - განაცხადა პაატა იმნაძემ.
0