ვირწმუნებით, რომ ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება-ტიკარაძე

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139626 ვირწმუნებით, რომ ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება-აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა. ტიკარაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ აკრძალა მედიკამენტების ექსპორტზე გატანა და მარაგები მუდმივად ივსება, ამიტომ დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. "უკვე კვირაზე მეტია საქართველოს მთავრობამ აკრძალა საქართველოდან სამედიცინო საჭიროების ნივთების და მედიკამენტების გატანა. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში ყველა მედიკამენტის საკმარისი მარაგია. ვმუშაობთ მარაგების მუდმივ კონტროლზე, მწარმოებლებთან და კერძო შემომტანებთან გვაქვს კოორდინაცია. ვირწმუნებით, რომ ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება", -აცხადებს ტიკარაძემ.
0