საეჭვო სიმპტომებით ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 6 პირი მოათავსეს

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139633 საეჭვო სიმპტომებით ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 6 პირია მოთავსებული, მათგან 5 პირი საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს, ხოლო 1 პირი სასტუმრო "ჰილტონიდან". გავრცელებული ინფორმაციით, ჰილტონიდან ავსტრიელი პილოტი გადაიყვანეს, რომელიც დღეს დილით მაღალი ტემპერატურის გამო ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. საიდან მოხვდა უცხო ქვეყნის მოქალაქე საკარანტინე ზონის გვერდის ავლით სასტუმროში ამაზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში პასუხი არ აქვთ და უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ. ამ დროისთვის სასტუმრო ჰილტონი დაკეტილია. ინფექციურ კლინიკაში კიდევ 3 პირია რომელთაც დადასტურებული აქვთ კორონავირუსი, მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ბოლო ინფორმაციით, აჭარაში 1000-ზე მეტი პირია კარანტინში.
0