საქართველოში სასწავლო პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო

0
საქართველოში სასწავლო პროცესი კიდევ ერთხელ, ამჯერად 21 აპრილამდე გადაიდო. საქართველოს მთავრობის 23 მარტს გამოცემული 181-ე დადგენილების თანახმად, შეზღუდვა ეხება ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებს. აღნიშნულია, რომ 2020 წლის 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები ადმინისტრაციები უნდა გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე (კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებლობის გარდა). იკრძალება ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი, გარდა დისტანციური ფორმისა. გარდა ამისა, იკრძალება ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მათ შორის, კონცერტები, სპექტაკლები, დროებითი და მუდმივი გამოფენები, რეპეტიციები, გასტროლები, მასტერკლასები, ტრენინგები და კონფერენციები, გარდა დისტანციური ფორმისა. ასევე, იკრძალება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა.
#სასწავლოპროცესი
#განათლება
#აკრძალვა
#დისტანციურისწავლება
#tbilisidaily
0