საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში რუსეთის ნაკრების 9 ქულიანი სხვაობით 16:7 დაამარცხა. სატურნირო თვალსაზრისით ბორჯღალოსნებისთვის ამ თამაშს მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ჩემპიონობა უკვე გაფორმებული ჰქონდათ. პირველი ნახევარი არასარაგბო ანგარიშით 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარში კი ბორჯღალოსნებმა 16:7 მოიგეს და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრებმა რუსეთს 22-ე შეხვედრა მოუგო.