თუ არ დავემორჩილებით შეზღუდვებს, გვექნება უფრო მძიმე ვითარება, რომელიც ბევრად რთული სამართავი იქნება

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139634# თუ ჩვენ არ დავემორჩილებით ამ შეზღუდვებს, გვექნება უფრო მძიმე ვითარება, რომელიც ბევრად რთული სამართავი იქნება - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მან ასევ აღნიშნა, რომ ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც უნდა დაბრუნება ორივე მუნიციპალიტეტში, თუკი ისინი არიან რეგისტრირებულები ან ფაქტობრივად ცხოვრობენ ამ ტერიტორიაზე, მიეცემათ შესაძლებლობა შესვლის, თუმცა მათ არ ექნებათ ამ მუნიციპალიტეტების დატოვების უფლება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში. “სამწუხაროდ, შეზღუდვებმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა იმოქმედოს და თუ ჩვენ არ დავემორჩილებით ამ შეზღუდვებს, გვექნება უფრო მძიმე ვითარება, რომელიც ბევრად რთული სამართავი იქნება. ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც უნდა დაბრუნება ორივე მუნიციპალიტეტში, თუკი ისინი არიან რეგისტრირებულები ან ფაქტობრივად ცხოვრობენ ამ ტერიტორიაზე, მიეცემათ შესაძლებლობა შესვლის, თუმცა მათ არ ექნებათ ამ მუნიციპალიტეტების დატოვების უფლება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში. ვინც გადაწყვეტს შესვლას ამ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ვალდებული იქნება დაემორჩილოს საკარანტინო პირობებს. რეგლამენტირებული წესით, მხოლოდ სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველსაყოფად, როგორიც არის სურსათის მომარაგება ან სამედიცინო საქმიანობა, იქნება დაშვებული მოქალაქეთა გადაადგილება და ეს ეხება არა მხოლოდ ქალაქ მარნეულსა და ქალაქ ბოლნისს, არამედ ყველა იმ სოფელსა და დასახლებულ პუნქტს, რომელიც ამ მუნიციპალიტეტების ფარგლებში ექცევა, “ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
0