რესპუბლიკური საავადმყოფოში მარნეულიდან შეყვანილი პაციენტის პასუხს ელოდებიან

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139636 რესპუბლიკური საავადმყოფოს დიერქტორის ლევან გოფოძის განცხადებით, მარნეულიდან გუშინ მათთან გადაყვანილი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. „ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას 34 პაციენტი გადის. აქედან ერთი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, ჩვენ ეს პაციენტი გუშინ გადმოვიყვანეთ მარნეულიდან სასწრაფო დახმარების მანქანით. ის დიაგნოსტირებული ჯერჯერობით არ არის, „ა“ და „ბე“ ვირუსებზე გაკეთდა ჩვენთან სწრაფი ტესტი, რაც შეეხება კორონავირუსს, ამის ტესტი არ გაგვიკეთებია, ველოდებით ლუგარის ლაბორატორიას, რომელიც აიღებს ნაცხებს და ალბათ, პასუხი ამ საღამოს გვექნება. მანამდე პაციენტი გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე, იმყოფება რეანიმაციის ბლოკში. მდგომარეობის სიმძიმეებს განაპირობებს ორმხრივი პნევმონია და ამის ფონზე განვითარებული სეპტიური მდგომარეობა, დისტრესსინდრომი, უტარდება ყველა საჭირო ღონისძიება და იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში“, - განაცხადა გოფოძემ.
0