რეკომენდაციები აგრარული ბაზრების წარმომადგენლებს

0
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარული ბაზრების წარმომადგენლებს რეკომენდაციები მთელი საქართველოს მასშტაბით მიაწოდა. ბიზნესოპერატორებს განემარტათ, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია გაზარდონ რეცხვა-დეზინფიცირების სიხშირე ობიექტებზე. ასევე: გააკონტროლონ პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა; აუცილებელია დაიცვან ჰიგიენის ნორმები: პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი თავსაბურავით, პირბადითა და ხელთათმანით; უზრუნველყონ მომხმარებლების მიერ დისტანციის დაცვა; სურსათის დამუშავების, ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციის დროს უზრუნველყონ ტემპერატურული რეჟიმის დაცვა.
#აგრარულიბაზარი
#სურსათი
#სურსათისსააგენტო
#რეკომენდაცია
#კორონავირუსი
#tbilisidaily
0