მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა
52 Views
Mediamall
Tbilisi · 6 months ago

მსოფლიოში კორონავირუს, „კოვიდ 19“-სგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზა ავრცელებს.

უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში ვირუსისგან 100 165 ადამიანი განიკურნა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცმეებით, მსოფლიო მასშტაბით ასევე გაიზარდა ახალი ტიპის კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა და 15 000-ს გადაცდა.

ბოლო მონაცემებით, „კოვიდ 19“-ს 15 308 ადამიანი ემსხვერპლა. მსოლფლიოს 186 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ახალი ტიპის კორონავირუსით 349 211 ადამიანის დაინფიცირების შეთმხვევაა დადასტურებული.

#covid19 #coronavirus #world #stopcovid19
Mediamall
Tbilisi · 6 months ago
6
Write a comment