ავიაკომპანიებს ბილეთების ფასის მაქსიმალური ზღვარი დაუწესდათ
1490 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს ყველა კომპანია, მათ შორის ავიაკომპანიებიც, კანონით ვალდებულია, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვასთან და კორონავირუსთან შეუფერხებელ ბრძოლასთან დაკავშირებით მთავრობის მოთხოვნები შეასრულოს.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ავიაკომპანიებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანენ, დაუწესდებათ ბილეთების ფასის მაქსიმალური ზღვარი - იგი 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს.

თურნავას განმარტებით, კვირაში ორჯერ შესრულდება სპეციალური ჩარტერული რეისი, სახელმწიფო კი არ განახორციელებს რაიმე სახის სუბსიდირებას. დასძენს, რომ ავიაკომპანიების წარმომადგენლები გაფრთხილებულები არიან, სამშობლოში თანამემამულეები ჩამოიყვანონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ყველა

წესის დაცვით, გარდა ამისა, დაცული უნდა იყოს ე.წ. ჭადრაკული განთავსება თვითმფრინავში.

#ავიაკომპანია #ნათიათურნავა #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago
7
Write a comment