არსეობს თუ არა ღმერთი?

0
რასაც მოაზროვნე ადამიანები ანტიკურ ბერძენთა დროიდან მოყოლებული სულ უფრო მეტად უარყოფდნენ. მას შემდეგ სამყარომ შვა ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ მეზობელთა რელიგიური შეხედულებების პასიურად მიღებას და ცდილობდნენ ის გაეთვალისწინებინათ, რასაც გონება და ფილოსოფია ამბობდა საკითხის შესახებ. იონიის კომერციულ ქალაქებში, სადაც ფილოსოფიას ჩაეყარა საფუძველი, ჩვ. წ.ა. მეექვსე საუკუნეში უკვე არსებობდნენ თავისუფლად მოაზროვნენი. დღევანდელ თავისუფლად მოაზროვნეებთან შედარებით მათი ამოცანა გაცილებით იოლი იყო, რადგან ოლიმპოელი ღმერთები, მიუხედავად პოეტური ფანტაზიისათვის მომხიბვლელობისა, რთულად თუ იყვნენ ისეთები, ვისი დაცვაც სუფთა გონების მეტაფიზიკური გამოყენებით შეიძლებოდა. ხალხში ისინი ორფიზმს წააწყდნენ (ვისიც ქრისტიანობას მრავალი მართებს), ხოლო ფილოსოფიაში – პლატონს, საიდანაც ბერძნებმა ფილოსოფიური მონოთეიზმი შექმნეს, ძირეულად განსხვავებული ებრაელთა პოლიტიკური და ნაციონალური ერთღმერთიანობისგან. როდესაც ბერძნული სამყარო ქრისტიანულად მოექცა, მან ახალი რწმენა პლატონურ მეტაფიზიკას შეურწყა და ამგვარად თეოლოგია იშვა. კათოლიკე თეოლოგებს წმინდა ავგუსტინეს დროიდან დღევანდელ დღემდე სწამდათ, რომ ერთი ღმერთის არსებობის დამტკიცება სუფთა გონებით შეიძლებოდა. მათ არგუმენტებს საბოლოო ფორმა წმინდა თომა აქვინელმა მიანიჭა მეცამეტე საუკუნეში, ხოლო როდესაც მეჩვიდმეტე ასწლეულში თანამედროვე ფილოსოფიას ჩაეყარა საფუძველი, დეკარტემ და ლაიბნიცმა ძველი არგუმენტები აიღეს, რამდენადმე შეალამაზეს და, უმთავრესად მათი ძალისხმევის წყალობით, ღვთისმოსაობამ ინტელექტუალური რესპექტაბელურობა შეინარჩუნა. მაგრამ ლოკემ, მიუხედავად იმისა, რომ თავად სრულიად შეგნებული ქრისტიანი იყო, ძირი გამოუთხარა ძველი არგუმენტების თეორიულ საფუძველს და მისი მრავალი მიმდევარი, განსაკუთრებით კი საფრანგეთში, ათეისტი გახდა. მე არ ვეცდები ღმერთის არსებობის ფილოსოფიური არგუმენტების ჩამოყალიბებას მათთვის დამახასიათებელი მთელი ოსტატობით. ჩემი აზრით, დარჩენილია მხოლოდ ერთი, რომელსაც ფილოსოფოსთათვის წონა გააჩნია. ეს პირველმიზეზის არგუმენტია. იგი იმაში მდგომარეობს, რომ ვინაიდან ყველაფერს, რაც ხდება, მიზეზი აქვს, უნდა არსებობდეს პირველმიზეზი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. მიუხედავად ამისა, მას იგივე ხარვეზი გააჩნია, რაც სპილოსა და კუს არგუმენტს. გადმოგვცემენ (არ ვიცი, ჭეშმარიტების რა ხარისხით), რომ ჰინდუ მოაზროვნეს სწამდა, თითქოს დედამიწა სპილოზე იდგა. როდესაც ჰკითხეს, თუ რაზე იდგა სპილო, მან თქვა, რომ ის იდგა კუზე. როდესაც ჰკითხეს, თუ რაზე იდგა კუ, მან თქვა: „დავიღალე. იქნებ საუბრის თემა შეგვეცვალა.“ აღნიშნული გვიჩვენებს პირველმიზეზის არგუმენტის არასაკმარის ხასიათს. მიუხედავად ამისა, თქვენ შეხვდებით მას ფიზიკის შესახებ ზეთანამედროვე ტრაქტატებში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ, დროში უკან გადატანილი ფიზიკური პროცესები გვიჩვენებს, თითქოს არსებობდა მყისიერი დასაწყისი და მისი ღვთიური ჩარევით ხდომილებას ასკვნიან. ისინი სიფრთხილით იკავებენ თავს იმის ჩვენების მცდელობისგან, რომ ასეთი ჰიპოთეზა მოვლენებს მეტად გასაგებს ხდის. ზებუნებრივი ქმნილების არსებობის დამცავი სქოლასტური არგუმენტები პროტესტანტ თეოლოგთა უმეტესობის მიერ ახალ მტკიცებულებათა სასარგებლოდ არის უარყოფილი, რომლებიც, ჩემი აზრით, ცალსახად ნიშნავს გაუმჯობესებას. სქოლასტური არგუმენტები ფიქრის ჭეშმარიტი მცდელობა იყო, ხოლო მათი დასაბუთება რომ საფუძვლიანი ყოფილიყო, ისინი დასკვნების ჭეშმარიტებას გვიჩვენებდნენ. ახალი არგუმენტები, რომლებსაც მოდერნისტები უპირატესობას ანიჭებენ, ბუნდოვანია, მოდერნისტები კი ზიზღნარევ წინააღმდეგობას უწევენ მათი დაზუსტების მცდელობას. მოწოდებაა გულის და არა ინტელექტისკენ. არ აქვს ადგილი იმის მტკიცებას, რომ ახალი არგუმენტების უარმყოფელები არალოგიკურები არიან, არამედ ღრმა გრძნობის ან ზნეობის არმქონენი. მიუხედავად ამისა, მოდით შევამოწმოთ ეს თანამედროვე მტკიცებულებები და ვნახოთ, არის თუ არა რაიმე, რისი დასაბუთებაც მათ შეუძლიათ. ერთ-ერთ უსაყვარლეს არგუმენტს ევოლუცია წარმოადგენს. სამყარო ერთ დროს უსიცოცხლო იყო, ხოლო როდესაც სიცოცხლე აღმოცენდა, ეს იყო საბრალო რამ, რაც მწვანე ბალახისა და სხვა მოსაწყენი რამეებისგან შედგებოდა. თანდათან, ევოლუციის გზით, იგი განვითარდა და ცხოველებად და მცენარეებად იქცა, საბოლოოდ კი ადამიანად. თეოლოგები გვარწმუნებენ, რომ ადამიანი იმდენად დიადი ქმნილებაა, რომ შეიძლება კულმინაციად ჩაითვალოს, ვის პრელუდიას ნისლისა და ბალახის უსასრულო საუკუნეები წარმოადგენდა. მე ვფიქრობ, რომ თეოლოგებს ბედი სწყალობდათ ადამიანებთან ურთიერთობაში. როგორც ჩანს, მათ სათანადოდ არ შეუფასებიათ ჰიტლერი და ბელსენის მხეცი. თუკი ყოვლისშემძლე არსებამ მთელი იმ დროის განმავლობაში, რომელიც მის ხელთ იყო, ღირებულად ჩათვალა ევოლუციის მრავალი მილიონი წლის განმავლობაში ამ არსებებამდე მისვლა, მე მხოლოდ ის დამრჩენია სათქმელად, რომ მისი ზნეობრივი და ესთეტური გემოვნება უცნაურია. სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე მარად არ გაგრძელდება და ამგვარად არე ნებისმიერი ოპტიმიზმისა, დაფუძნებული ისტორიის მიწიერ კურსზე, უნდა იყოს დროებითი და შეზღუდული. რასაკვირველია, სიცოცხლე შესაძლოა სხვაგანაც არსებობდეს, მაგრამ თუ ეს ასეა, ჩვენ არაფერი ვიცით ამის შესახებ და არანაირი მიზეზი არ გაგვაჩნია დავუშვათ, რომ მას უმანკო თეოლოგებთან მეტი მსგავსება აქვს, ვიდრე ჰიტლერთან. დედამიწა სამყაროს უკიდურესად პაწაწინა კუთხეა
0