არ გამოვრიცხავთ, მარნეულიდან და ბოლნისიდან მინდვრების გავლით გასვლის ორი-სამი შემთხვევა დაფიქსირდეს

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139640 არ გამოვრიცხავთ, მარნეულიდან და ბოლნისიდან მინდვრების გავლით ორი-სამი შემთხვევა ფეხით გასვლის დაფიქსირდეს, მაგრამ ავტომობილებით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია, – ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა. სოზარ სუბარის თქმით, სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება, რომ შემოვლითი გზები არსებობს, რითაც ავტომობილები გადაადგილდებიან. ყველა ასეთ ინფორმაცია მოწმდება. „სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ არსებობს შემოვლითი გზები, რომლითაც მანქანები გადაადგილდებიან. ყოველ ასეთ ინფორმაციას, რაც ჩემამდე მოდის, ყოველწუთიერად ვამოწმებთ შესაბამის სტრუქტურებთან და ამ დრომდე ყველა ასეთ ინფორმაციაზე პასუხი იყო: დიახ, ვიცით ეს გზა გადაკეტილია. უბრალოდ ბოლნისიდან ან მარნეულიდან მანქანა რომ გადის ამ მიმართულებით, ხალხს ჰგონია, რომ ის წავიდა. სინამდვილეში, ისინი იძულებული არიან გაჩერდნენ ამ მუნიციპალიტეტების საზღვარზე და გამობრუნდნენ უკან. ძალიან ხშირად, ეს ინფორმაცია შეშფოთებული მოქალაქეების მხრიდან არის ხოლმე მოწოდებული, რომლებმაც დაინახეს, რომ ვიღაცამ რაიონიდან გასვლა დააპირა, თუმცა მათ აღარ იციან, რომ იმ პირმა გასვლა ვერ მოახერხა. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ ორი - სამი შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს, სადღაც მინდვრების გავლით. ვიღაცა შეიძლება ფეხით გადავიდეს, თუმცა ავტომობილებით გავლა არის შეუძლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების ასეთი სიფხიზლე, რომ თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ხდება განგაშის ატეხვა. ეს კარგად მეტყველებს იმაზე, რომ მოქალაქეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რა გლობალურ საფრთხესთან გვიხდება დღეს ბრძოლა, “ - განაცხადა სუბარმა.
0