მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ყველანაირი ეკონომიკურ საქმიანობა ჩერდება

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139642 დროებით, ამ საგანგებო კარანტინის პირობებში, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ყველანაირი ეკონომიკურ საქმიანობა ჩერდება - ამის შესახებ განცხადება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გააკეთა. მისი თქმით, საქმიანობა არ შეუჩერდება ისეთ მომსახურებებს, რომელიც დაკავშირებულია სასურსათო და სამედიცინო უზრუნველყოფასთან. "დროებით, ამ საგანგებო კარანტინის პირობებში, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ყველანაირი ეკონომიკურ საქმიანობა ჩერდება, გარდა ისეთი საქმიანობისა, რომელიც დაკავშირებულია სასურსათო უზრუნველყოფასთან და მედიკამენტებით უზრუნველყოფასთან. თუმცა, ეკონომიკურ გუნდს აქვს დავალებული კონკრეტული ჩამონათვალი წარვადგინოთ, რომელი საწარმოები აგრძელებენ საქმიანობას. შეუფერხებლად გააგრძელებენ ფუნქციონირებას ის საწარმოები, რომლებიც დაკავშირებული არიან კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან. ეს არის ენერგეტიკა, წყალმომარაგება, გაზის მომარაგება, საქმიანობას გააგრძელებენ სამრეწველო საწარმოები, სასოფლო-სამეურნეო საწარმოები. უფრო დეტალურ ჩამონათვალს დღეს გამოქვეყნდება. არანაირი შეფერხება არ ექნება კავშირგაბმულობას და მედიცინას. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შეუფერხებლად განხორციელდეს ამ ორ მუნიციპალიტეტში ყველანაირი პრევენციული სამუშაოები. ხელისშეწყობა მაქსიმალური იქნება, " -თქვა თურნავამ.
0