მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა

0
მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული შუახანს გადაცილებული ქალის მდგომარობა ამ დროისთვის სტაბილურია და უკეთესი ვიტალური პარამეტრები გააჩნია, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. „ჩვენს კლინიკაში მარნეულიდან შემოყვანილი 62 წლის ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად სტაბილურია, უფრო უკეთესი ვიტალური პარამეტრები გააჩნია, ვიდრე ჰქონდა დღის პირველ ნახევარში“ , - განაცხადა ლევან რატიანმა.
0