თბილისის მერია ტაქსის მძღოლებს რეკომენდაციით მიმართავს

0
თბილისის მერია ტაქსის მძღოლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტაქსის მძღოლებს, მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. ასევე, აღნიშნულ პერიოდში მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს - მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით. დედაქალაქოს მერია მოუწოდებს თბილისში მომსახურე ტაქსის მძღოლებს, რპმ მკაცრად დაიცვან ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რომელსაც ვირუსის პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭო გასცემს.
#თბილისისმერია
#ტაქსი
#რეკომენდაცია
#tbilisidaily
0