აჭარული ღვინო

0
ქართული ღვინის გაგონებისას, ასოციაცია გვიჩნდება აღმოსავლეთ საქართველოსთან, გაშენებულ ვენახთან, “ქინძმარაულთან”... აჭარა კი სტერეოტიპულად, კაიმაღისა და აჭარული ხაჭაპურის სამშობლოა. თუმცა ღვინო აჭარაშიც მზადდება - კერძოდ კი, ქედაში. “ქედის ცოლიკაური”, “ჩხავერი” აჭარული ღვინის ნაირსახეობებია. რეგიონში 80 სახეობამდე ყურძნის ჯიში ხარობს, რაც ღვინის პროდუქციისთვის ისეთივე ხელსაყრელ პირობებს იძლევა, როგორც სხვა რეგიონებში. ფართობით აჭარაში ვენახის რაოდენობა 200 ჰექტარზე ოდნავ ნაკლებია, ადგილობრივი ღვინის სახეობის დასამზადებლად, ეს საკმარისია. აჭარაში კარგად ხარობს იმერეთისთვისა და გურიისთვის დამახასიათებელი ვაზის ჯიშებიც, მაგალითად ჩხავერი. ის ქედაში უფრო მეტადაც კია გავრცელებული, ვიდრე გურიაში. ყურძნის ეს ჯიში გამოირჩევა დაავადებებისადმი მედგურობით. ოზურგეთის რაიონებსა და ქედაში ჩხავერი გასული საუკუნის 30-ანი წლებიდანაა ფართოდ გავრცელებული. ღვინის დაგემოვნების მსურველები უნდა ეწვიონ მაღალმთიან აჭარას, კერძოდ კი ქედას. აქ საოჯახო ტიპის მარნები მრავლადაა და შეგიძლიათ სახლის ავთენტური აჭარული ღვინით ისიამოვნოთ.
#აჭარა
#ზემოაჭარა
#ქედა
#ღვინო
#ქინძმარაული
#კაიმაღი
#აჭარულიხაჭაპური
#ჩხავერი
#batumidaily
y
0