მარნეულში დაინფიცირებული ქალის 90 კონტაქტიდან 1700-მდე კონტაქტი გამოიკვეთა

0
მარნეულში დაინფიცირებული ქალის 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით, 1700-მდე კონტაქტია გამოკვეთილი - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ახლა საჭიროა ამ ადამიანების გამოკვლევა და შემდგომში იზოლაცია. , , ბოლნისის შემთხვევაზე საკმაოდ პრობლემატური არის ის საკითხი, რომ ძალიან ბევრი კონტაქტი იკვეთება. დაახლოებით არის 1700-მდე უკვე იმ 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით და ყველას გამოკვლევა და შემდგომში იზოლაცია საჭირო”, - განაცხადა ზოიძემ. ცნობისთვის, მარნეულის საავადმყოფოდან თბილისში გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის ახლაც მართვით სუნთქვაზეა. ვითარებას ართულებს ისიც, რომ პაციენტი ქრონიკული დაავადებების მატარებელია. ამ დრომდე უცნობია ინფიცირების წყარო, თუმცა ქალს აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია აქვს. უფრო საყურადღებო ამ ისტორიაში ისიცაა, რომ ვირუსით ინფიცირებული დედის წლისთავზე 100-მდე ადამიანს შეხვდა.
#კორონავირუსი
#კონტაქტები
#აკაკიზოიძე
#აზერბაიჯანი
#იზოლაცია
#tbilisidaily
0