რუსეთი კვლავ არ ხსნის საზღვარს - რა ემუქრება აფხაზეთს ?

Sokhumi Daily

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთთან საზღვრის გახსნა 21 ივლისამდე გადაიდო. აღსანიშნავია, რომ აფხაზურმა მხარემ მოამზადა არაერთი წინადადება რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გადაკვეთისთვის შეზღუდვების მოხსნის შესახებ. შეტყობინება გაუგზავნეს რუსეთის მთავრობის მეთაურს მიხეილ მიშუსტინსა ც, სადაც გამოხატულია აფხაზეთის მზადყოფნა, გააძლიეროს შეზღუდვები აუცილებელი სანიტარული და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების შესაბამისად. როგორც მედია იუწყება, გადაწყვეტილება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე მიიღეს, თუმცა, დე ფაქტო პრეზიდენტს არ გააჩნია ლეგიტიმაცია, ამიტომ ცალსახაა, რომ გადაწყვეტილება სწორედ რუსეთმა მიიღო. ასლან ბჟანია თავის მხრივ სრულ მზადყოფნას აცხადებს, რაც ლოგიკურია, რადგან ოკუპირებული ტერიტორიის შემოსავალი პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია რუსეთზე. #პოლიტიკა #კორონავირუსი #აფხაზეთი #sokhumidaily