ხანდაზმულები საჭირო მედიკამენტებს ,,საქართველოს ფოსტით” სახლში მიიღებენ

0
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, , , საქართველოს ფოსტა" 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებისთვის მედიკამენტების მიწოდებას უზრუნველყოფს. მინისტრის თქმით, ჯანდაცვის უწყებას აქვს სრული ნუსხა იმ ადამიანებისა, რომლებსაც ქრონიკული დაავადების გამო კონკრეტული მედიკამენტის მიწოდება ესაჭიროებათ. როგორც ირკვევა, მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და დღეიდან , , საქართველოს ფოსტა” ხანდაზმულებთან კონტაქტზე გასვლას დაიწყებს. „ჯაჭვი სრულყოფილადაა აწყობილი და ხანდაზმულები საქართველოს ფოსტის საშუალებით მიიღებენ, პირველ რიგში, მედიკამენტებს. ასევე ჩვენ ვამუშავებთ სქემას, ჩვენი პენსიონერებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდებისთვის, რომელიც ამ კვირაში ამუშავდება“, - აღნიშნა მინისტრმა.
#საქართველოსფოსტა
#ხანდაზმულები
#ეკატერინეტიკარაძე
#tbilisidaily
0