200 000 ანტიგენის ტესტი საქართველოში ჩარტერით გამოიგზავნება - თამარ გაბუნია

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139659# 200 000 ანტიგენის ტესტი საქართველოში ჩარტერით გამოიგზავნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. „სწრაფი ტესტების პირველ ნაკადს საქართველო ამ კვირაში მიიღებს. პირველ ეტაპზე ქვეყანა 3000 ტესტს ელოდება, საიდანაც 1000 ტესტი საჩუქარია. მეორე ეტაპზე გამოიგზავნება 5000 ცალი ანტიგენის განმსაზღვრელი ტესტი და 3000 ცალი ანტისხეულების განმსაზღვრელი ტესტი. მესამე ეტაპზე 5000 ცალი ანტიგენის განმსაზღვრელი ტესტი. მეოთხე ეტაპზე 200 000 ანტიგენის ტესტი იქნება მზად, რომელიც ჩარტერით გამოიგზავნება”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
0