ზუგდიდში, სამძიმრებზე დისტანციის დაცვა გაკონტროლდება

0
ზუგდიდში, სამძიმრებზე დისტანციის დაცვა გაკონტროლდება კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზუგდიდის მერიამ გადაწყვეტილება მიიღო, სამძიმარზე დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით. დისტანციის დაცვა ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსაურის თანამშრომლებსა და სამართალდამცავების მიერ გაკონტროლდება. შესაბამისი რეკომენდაციის დარღვევის შემთხვევაში მკაცრი ზომების გატარებაა მოსალოდნელი. ამ საკითხთან დაკავშირებით ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ განაცხადა - „ჩვენს რეგიონში ძალიან დიდი პრობლემაა. ძალიან რთულია მოქალაქეებს შევუზღუდოთ გასვენებებში მისვლა. ჩვენი ზდამხედველობის და პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ ამ პროცესს. მაქსიმალურად ვაძლევთ რეკომენდაციებს, არ შეიკრიბონ დისტანციის დაცვის გარეშე, სადაც მოქალექეების მხდიდან იქნება წინააღმდეგობები უფრო მკაცრი ზომები გატარდება.”
#ზუგდიდი
#ზუგდიდისმერი
#სამძიმრები
#დისტანციისდაცვა
#zugdididaily
0