გვყავდა მარნეულელი თანამშრომლები, რომლებიც გუშინდლამდე ჩვეულებრივ მუშაობდნენ...

0
გვყავდა მარნეულელი თანამშრომლები, რომლებიც გუშინდლამდე ჩვეულებრივ მუშაობდნენ... სიცხიანი თანამშრომლები აღმოაჩინეს... - "ევოლუშენ გეიმინგის" თანამშრომელი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი დეკ­რე­ტით დად­გე­ნი­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო და­ხუ­რა, ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ე­ბის პრო­ვა­ი­დე­რი „ევო­ლუ­შენ გე­ი­მინ­გია“. რო­გორც „ინ­ტერპრე­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას კომ­პა­ნი­ის ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა გა­ნა­ცხა­და, მათი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც დღეს ტემ­პე­რა­ტუ­რა და­უ­ფიქ­სირ­დათ, მარ­ნე­უ­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბი არი­ან და სამ­სა­ხურ­ში გუ­შინ­დელ დღემ­დე და­დი­ოდ­ნენ. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი, სა­ვა­რა­უდ­დოდ, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლე­ბი. „ჩვენ ჯერ­ჯე­რო­ბით ინ­ფორ­მა­ცია სა­ერ­თოდ არ გვაქვს, რა­ტომ დაგ­ვკე­ტეს და რა მოხ­და, ვიცი, რომ გვყავ­და მარ­ნე­უ­ლე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გუ­შინდლამ­დე ჩვე­უ­ლებ­რივ მუ­შა­ობ­დნენ და უახ­ლე­სი მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით საფრ­თხეს შე­ი­ცავ­და მუ­შა­ო­ბა, მე ვი­საც ვე­სა­უბ­რე შე­ნო­ბა­ში, მი­თხრეს, სამ­თავ­რო­ბო სამ­სა­ხუ­რებ­მა, ანუ, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­გა­მო­ძი­ე­ბოს გუ­ლის­ხმობ­დნენ, დაგ­ვხუ­რეს, არაა უსაფრ­თხო გა­რე­მოო. გი­დას­ტუ­რებთ, რომ სი­ცხი­ა­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მაგ­რამ აქვს თუ არა „კო­რო­ნა­ვირუ­სი“ არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა. რო­გორც ად­გილ­ზე გა­ვი­გე ეს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ჯერ­ჯე­რო­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია , რა­ტომ და რამ­დე­ნი ხნით და­ვი­კე­ტეთ არაა ცნო­ბი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა. მისი თქმით, სა­ნამ კომ­პა­ნი­ას სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი და­ხუ­რავ­და, მის და­კეტ­ვას მე­ნე­ჯმენ­ტი არ აპი­რებ­და და მხო­ლოდ სამ­სა­ხურ­ში დის­ტან­ცი­რე­ბის წე­სე­ბის შე­მო­ღე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლ­ნენ. „მი­თი­თე­ბე­ბი არა­ვის­გან ჯერ­ჯე­რო­ბით არ მიგ­ვი­ღია, მე­ტიც და­კეტ­ვას არ აპი­რებ­დნენ შე­მო­ი­ღეს, დის­ტან­ცი­რე­ბის წე­სე­ბი, რიგ­ში თუ გა­სახ­დელ­ში, საჭ­მელ თუ მო­სა­წევ ად­გი­ლებ­ში გვეკ­რძა­ლე­ბო­და 1 მეტრზე ახ­ლოს მი­ახ­ლო­ე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან და დღეს და­ხუ­რეს სა­გა­მო­ძი­ე­ბომ, თო­რემ თვი­თონ არ მი­უ­ღი­ათ ეგ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თა­ვა­დაც ცოტა დაბ­ნე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ. ერ­თა­დერ­თი გვი­თხრეს, წა­დით სახ­ლში და და­ე­ლო­დეთ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­სო. რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ას, თა­ნამ­შრო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ვი­ღეთ ეგ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ორი კვი­რით ვრჩე­ბით სახ­ლში“, - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა.
#მარნეული
#ახალიამბები
0