http://pirveliradio.ge/?newsid=139669
ბელორუსის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, მიტროპოლიტმა პავლემ, ილოცა და ნაკურთხი წყალი მინსკის თავზე ვერტმფრენით მოასხურა, რათა თავი დაიცვან კოროვირუსისგან.
22 მარტს მღვდელმსახურებმა ჯერ ტაძარში ილოცეს და შემდეგ წყალი აკურთხეს. მიტროპოლიტ პავლეს თქმით, ნაკურთხი წყალი ქალაქს კორონავირუსისგან დაიცავს.
"ათასწლეულების განმავლობაში ადამიანები ჯვარს მიმართავდნენ, ეს არ იყო შემთხვევითი, რადგან ჯვარი ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლოა. კორონავირუსმა პანიკა გამოიწვია, ადამიანები დაიბნენ და ზოგს გონებაც დაებინა, თუმცა, ჭეშმარიტ მორმწუნეებისთვის საშიში არაფერია"- თქვა მიტროპოლიტმა.