ტესტი არ გახლავთ პანაცეა, იმ ქალბატონს არ დაკლებია არაფერი - გამყრელიძე მარნეულში ინფიცირებულზე

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139673 ტესტი არ გახლავთ პანაცეა, იმ ქალბატონს არ დაკლებია არაფერი - ასე პასუხობს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გაყრელიძე კითხვას, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს ტესტი თავიდანვე, პნევმონიით საავადმყოფიში შესვლის დღესვე რატომ არ ჩაუტარეს. "TV პირველის" ეთერში საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა, რომ პაციენტს არ ჰქონდა მძიმე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები და აზერბაიჯანში არა ის, არამედ მისი ოჯახის წევრი იმყოფებოდა "მედიცინაში ხდება შეცდომები, მაგრამ ამასთან ახლა საქმე არ გვაქვს. შეიძლება რამე მეშლება, მაგრამ ეპიდანამნეზის მიხედვით, მე რა ინფორმაციაც მაქვს, ეს ქალბატონი თვითონ არ ყოფილა აზერბაიჯანში ბოლო კვირების განმავლობაში, იყო მისი ოჯახის წევრი ერთერთი. დიახ, ის მუშაობდა, შრომობდა, ბევრი კონტაქტი ჰქონდა, ე.წ წვრილმან ბიზნეს ეწეოდა, მიმართა საავადმყოფოს ჩვეულებრივი რესპირაციული სიმპტომებით, რომელიც ახასიათებს გრიპს და ალერგიას" - ამბობს გამყრელიძე. გადაცემის წამყვანის, ინგა გრიგოლიას რეპლიკაზე, "უნდა ჩატარებოდა ტესტი, დამეთანხმეთ", დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პასუხობს - "არა, ძალიან გთხოვთ რა, ჩვენ გვაქვს ქვეყანაში დამტკიცებული განსაზღვრება - რა არის კორონავირუსით გამოწვეული რესპირაციული დაავადება, თუ ის არ ჯდება ამ განსაზღვრებაში, მაშინ ტესტი არ კეთდება საერთოდ. ტესტი არ გახლავთ პანაცეა, იმ ქალბატონს არ დაკლებია არაფერი, ის, რა გადაუდებელი მკურნალობაც რესპირაციული დაავადებისას სჭირდება ადამიანს" გამყრელიძე განმარტავს, რომ კორონავირუსს არა სპეციფიკური, არამედ, სინდრომული მკურნალობა სჭირდება. "მას უტარდებოდა ყველა ის სამედიცინო დახმარება, რაც ტარდება მწვავე რესპირაციული დაავადების დროს, როგორც მაქვს ინფორმაცია, შესვლისას ის არ იყო მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი, როგორც გახლავთ განსაზღვრებაში. როოგრც კი შესვლიდან მეორე თუ მესამე დღეს ეს გახდა, გამოიძახეს ჩვენი ბრიგადა, გაკეთდა კორონავირუსზე რეაქცია, ის აღმოჩნდა დადებითი და გადაიყვანეს შესაბამის კლინიკაში, სადაც მკურნალობა გაგრძელდა. ამიტომ, მე ვერ გეტყვით, რომ იქ შეცდომა იქნა დაშვებული" - ამბობს გამყრელიძე.
0