ხმაური მელიქიშვილის ქუჩაზე - ''სოკარი'' თონეში ბუნებრივი აირის გათიშვას ცდილობს, მოსახლეობა კი ამის უფლებას არ აძლევს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ამ წუთებში ხმაურიდა სიტყვიერი დაპირისპირებაა. ადგილზეპოლიციაც იმყოფება.''სოკარჯორჯია გაზის''წარმომადგენლებს კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა დაუპირისპირდა. კომპანიის სპეციალისტებისარდაფში მოწყობილ თონეში გაზის გათიშვას მოითხოვენ, რის საშუალებასაც საცხობის მფლობელი არ აძლევს.
ის აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უყვება, რომთონე დაახლოებით 6 წლის წინ გახსნა და მაშინ გაზის ჩართვის შესახებ ნებართვა სწორედ ''სოკარმა'' მისცა. მანანა კვირკველია ფიქრობს, რომ კომპანიის გაადწყვეტილება მიზანმიმართულია.
მეპატრონემ მაკონტროლებლებს ბუნებრივი აირის შეყვანის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წარუდგინა.
''სოკარჯორჯია გაზის'' წარმომადგენლები კი ამბობენ, რომთონეში გაზი კანონდარღვევით ფუნქციონირებს და წინააღმდეგობის შემთხვევაში ბუნებრივი აირის მიწოდება მთელ სახლს გაეთიშება. თონეს მეპატრონეს განაცხადი ბინაში შეყვანაზე აქვს გაფორმებული, სარდაფში კი თონეა განთავსებული.მათივე განმარტებით, ეს მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია.კორპუსში კი 21 ოჯახი ცხოვრობს.
ოჯახების ნაწილიამაში საფრთხეს ვერ ხედავს და თონეში ბუნებრივი აირის გათიშვას ეწინააღმდეგება.
თონეს მეპატრონე აპირებს კომპანიას სასამართლოში უჩივლოს.
კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილზე სამართალდამცველებიც გამოიძახეს.