თალაკვაძის თქმით, ეკლესიამ სწორი პოზიცია დაიკავა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139676 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეკლესიამ სწორი პოზიცია დაიკავა, რადგან მრევლს მოუწოდა დაიცვან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპონენტებს უნდოდათ ისე წარმოჩენილიყო, თითქოს რელიგიური ორგანიზაციები, საზოგადოება და ხელისუფლება სხვადასხვა მხარეს არიან. "როგორც ნახეთ, ეკლესიამ ძალიან სწორი პოზიცია დაიკავა, მათ მოუწოდეს მრევლს, რომ დაიცვან ჯანდაცვის სამსახურების მიერ გაცემული რეკომენდაციები და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში, თუ ჩვენ მოგვიწევს უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება, სამღვდელოება, სასულიერო პირები გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ აუხსნან მრევლს, მოქალაქეებს, რომ ჯანდაცვა, ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა და ამ მიზნით გადადგმული ნაბიჯები არანაირად არ მოდის წინააღმდეგობაში რწმენის საკითხთან. წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ სახელმწიფოს რომელიმე მნიშვნელოვანი ნაწილი დადგეს განსხვავებულ მხარეს, როდესაც საქმე ეხება მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას", - თქვა თალაკვაძემ.
0