სასიკვდილო ჯადო ვუდუს ჯადო-ვუდუს ფესვები მოდის დასავლეთ აფრიკიდან.

0
აფრიკის ბევრ ქვეყანაში ვუდუ ეროვნულ რელიგიას წარმოადგენს. სიტყვა *ვოდნ* ფონ-ევეს ენაზე სულს ნიშნავს. ვუდუზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ასევე ცენტრალური აფრიკის ტრადიციებმა. კონგოს მაგია, ჩრდ. ჰაიტიზე ცნობილი როგორც ლემბა, ისევე გავრცელებულია, როგორც დასავლეთ აფრიკული ელემენტები, თუმცა ინფორმაცია მასზე შედარებით უფრო მწირია. რიტუალის დროს იყენებენ შინაურ ფრინველებს, როგორიცაა შავი მამალი ან ინდაური, თხის სათესლე ჯირკვლებს და სისხლს. ასევე ხარსაც სწირავენ. ეს სპირიტული რიტუალი საშუალებას აძლევთ დაუკავშირდნენ ნებისმიერი ადამიანის სულს, მოიპოვონ მისი მართვა და შესაბამისი კონტროლი. როგორც ზემოთ ნახსენები იყო ეს არის ანიმისტური რიტუალი, რომელიც საშუალებას აძლევთ უსულო საგანსაც კი “მიაბან” ვინმეს სული. ობიექტად იყენებენ ხელნაკეთ თოჯინას, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის ცვილის. ასევე თოჯინას აკეთებენ ბამბისგან. ცდილობენ ცვილის თოჯინა მიამსგავსონ იმ პიროვნებას მეტი რწმენისთვის და თავდაჯერებულობისთვის. სპეციალური შელოცვისა და რიტუალის შემდეგ (შეგნებულად არ დავწერ მას რადგან ამის გაკეთება ბევრად მარტივია) შეუძლიათ ადამიანს ფიზიკური ზიანი მიაყენონ ვუდუ თოჯინის გამოყენებით. თოჯინის შექმნისას უნდა გამოიყენონ მსხვერპლის თმა, ფრჩხილი ან ტანისამოსი. მაგალითად: თუ შემლოცველს უნდა, რომ ადამიანმა ვერ გაიაროს, ამისათვის იღებენ 2 ცალ ქინძისთავს და უყრიან თოჯინას მუხლში ან კოჭის მიდამოებში. ასევე ცნობილია ვუდუს ზომბი სახელად გრი-გრი რომელიც გაცოცხლებული მიცვალებულია, იგი ვერ აზროვნებს და მხოლოდ პატრონის დაცვას ემსახურება. ვუდუს მაგია ცნობილია როგორც ყველაზე პრაქტიკული. იგი არსებობს როგორ შავი ისე თეთრი. თეთრი ვუდუს მაგია უვნებელია და ითვალისწინებს ადამიანის შეყვარებას. რეალურად ვინც გიყვართ და ის ვერ განიცდის იგივეს თქვენს მიმართ შეგიძლიათ თავი ძლიერ შეაყვაროთ სწორედ ვუდუს მაგიის დახმარებით. ამისათვის 9 დღის მანძილზე სავსე მთვარემდე ყოველდღე უნდა შეულოცოთ ვუდუს თოჯინას რომელიც უნდა გავდეს თქვენს ქრაშს. ჰორორებში ყველაზე ცნობილი ფილმი ვუდუს შესახებ გადაღებულია 2005 წელს *ვენუმი* ქართულად *შხამი*.
#ახალიამბები
0