შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ რაც მისი საქმე არაა, იქ ჭკუას ნუ გვასწავლის - გამყრელიძე ვაშაძეზე

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139678 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძე განცხადებით, სწრაფი ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს თავისი განრიგი აქვს და ტესტს ყველას გაუკეთებენ, ვისაც ეს სჭირდება. მისი თქმით, თუ ვინმეს მხარში ამოდგომა უნდა ეს კარგია, ოღონდ არა მითითებებით. აღნიშნული განცხადება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ "ტვ პირველი" ეთერში გააკეთა. "არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ბატონი გიორგი ვაშაძე ნიჭიერი ახალგაზრდა პოლიტიკოსია, მომწონს ხანდახან მისი გამოსვლები, რიტორიკა, კარგად მსჯელობს, მაგრამ ის, ბოდიშით და რაც მისი საქმე არაა, იმაში მოდით ჭკუას ნუ გვასწავლის. სწრაფი ტესტები ახლა ხდება მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი", — თქვა ამირან გამყრელიძემ.
0