ჩემი ინფორმაციით, ტიკარაძეს სურდა სწრაფი ტესტების შემოტანა, თუმცა ამ საკითხის გატანა ვერ შეძლო

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139681 ჩემი ინფორმაციით, ტიკარაძეს სურდა სწრაფი ტესტების შემოტანა, თუმცა ამ საკითხის გატანა ვერ შეძლო - ამის შესახებ განცხადება, პარტია “ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ გააკეთა. “პოლიტიკოსებს შორის პირველი ვიყავი, ვინც მთავრობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და შევაჩერე ხელისუფლების კრიტიკა, მაგრამ ახლა გაჩუმება დანაშაულის ტოლფასია. კატეგორიულად არ ვეთანხმები „ფეიქ“ ტესტებზე საუბარს, ბევრი კომპანია ცდილობს კიარა ვინმემ რომ „ფეიქ“ ტესტები გააკეთოს, ეს მარტო ჩვენთან კი არ არის ასეთი რეჟიმები, კომპანიებისთვის ეს ნიშნავს ციხეს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სპეკულაცია, ეს არის სამწუხაროდ იმ შეცდომის შედეგი, რომელიც დაუშვა საქართველომ თავიდანვე ამ პროცესში ბრძოლის კუთხით. ჩემი ინფორმაციით, ტიკარაძეს სურდა სწრაფი ტესტების შემოტანა, თუმცა ამ საკითხის გატანა ვერ შეძლო. მე ვერ დავასახელებ სახელებს და გვარებს, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ტიკარაძეს სურდა არამხოლოდ სწრაფი ტესტების შემოტანა, არამედ პისიარ ტესტებიც. დაგვიანებული არის, მაგრამ გადაუდებელია ამ ტესტების შემოტანა. როგორც ვიცი, ხელისუფლებამ ერთი დღით გადმოწია სწრაფი ტესტების შემოტანა, მხოლოდ და მხოლოდ იმ ნაჩუქარი 1000 ტესტის, რომელიც ჩინეთმა ორი კვირის წინ აჩუქა. სამწუხაროდ, ევროპის ბევრმა ქვეყანამ უზარმაზარი შეცდომა დაუშვა კორონავირუსთან ბრძოლაში, რომელსაც მონაცემები გვაჩვენებს. ჩვენ უფრო არასწორი გზით წავედით, ერთიანი ძალისხმევით ეს არასწორი ნაბიჯები სწორ კალაპოტს უნდა დავუბრუნოთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
0