მარნეულის და ბოლნისის შემთხვევა აჩვენებს, რომ სახელმწიფო სათანადოდ ვერ გეგმავს ვირუსთან ბრძოლას

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139684 მარნეულის და ბოლნისის შემთხვევა ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფო სათანადოდ ვერ გეგმავს ვირუსთან ბრძოლას და უფრო მეტად რეაგირების რეჟიმშია, ვიდრე საფრთხეების გათვლისა და მათი დაზღვევის - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება , , ლელო საქართველოსთვის’’ პოლიტსაბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. , , დაგეგმვა და დაზღვევა კი უნდა ხდებოდეს სეგმენტურად; მაგალითად, ინფორმაციის სრულყოფილად და დროულად მიწოდება მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიზისის სწორი მართვისთვის. საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს ხარისხიანი და მორგებული ადამიანებს, მათ სპეციფიკას. ჩატარდა უმცირესობების ენაზე და მათთვის ხელმისაწვდომი გზებით საინფორმაციო კამპანია? ან პრევენციის რეჟიმში, რომ კარგად გავაგებინოთ მოსალოდნელი საფრთხეები და დაცვის გზები, ან ახლა, როცა მთელი ქალაქი კარანტინშია, სად ჩანს ზრუნვა იმაზე, რომ მოქალაქეებთან მუდმივი კომუნიკაცია არსებობდეს მათთვის გასაგები ფორმით და მხოლოდ სამართალდამცავებზე არ იყოს შეტოვებული ეს საქმე? ახლა, როცა დაგვიანება ბოლნისსა და მარნეულში უკვე შემდგარი ფაქტია, სხვა რეგიონებზე მაინც ზრუნავს ვინმე, სადაც ასევე არსებობს ენობრივი ბარიერი, რომ მოსახლეობას მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია? საზოგადოების დიდი ნაწილი ტელევიზორს არ უყურებს, აქაა სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების როლი წამყვანი. მითუმეტეს, ვხედავთ, რომ მოქალაქეების ის ნაწილიც, რომელსაც ენის ბარიერი არ აქვს, არღვევს და არ ემორჩილება წესებს. ეს ნიშნავს ორმაგი ძალისხმევის საჭიროებას, როცა პრობლემას ენობრივი ბარიერი ემატება. დაიგეგმა და გაკეთდა შშმ პირებისთვის საინფორმაციო კამპანია, თუ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან ისინიც? (საბედნიეროდ არ გვყავს შშმ პირი ამ ვითარებაში, მაგრამ არის სისტემა დღეს მზად შშმ პაციენტის მისაღებად?). ესაა ხელისუფლების საქმე და ეს სქემა უნდა გაეწერათ ადრეც, მითუმეტეს - საგანგებო ვითარების გამოცხადებისას, მაგრამ, სამწუხაროდ, პრეზიდენტის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ დეკრეტში მხოლოდ უფლებების შეზღუდვის გეგმა ვნახეთ, ისიც არასწორად გაკეთებული! სად არის ამ პროცესებში საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც ყოველწლიურად ათობით მილიონს ვუხდით ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი ჯიბიდან? მხოლოდ ექიმები, მესაზღვრეები და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები არ არის საკმარისი კრიზისთან გასამკლავებლად. სწორედ ამ დროს გვჭირდება სისტემა, რომელიც კრიზისამდე უნდა შედგეს და იყოს გამართული, რომ კრიზისის დროს იმუშავოს. იმედია, გადავალთ წინმსწრებად დაგეგმვის ეტაპზე’’ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილი.
0