ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139686 "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორი რომან ბოკერია პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და ამ დროისთვის ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია. "ვაცხადებთ, რომ ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას, ამ წუთისათვის ჩვენი მხრიდან ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია. გარწმუნებთ, რომ „ჯორჯიან ეარვეის“-ის ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი, როგორც ყოველთვის დარჩება საქართველოს მთავრობის და ხალხის გვერდში, იმოქმედებს საგანგებო სიტუაციის მოთხოვნებითა და წესებით. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანია უმძიმეს პირობებში იმყოფება, ჩვენ მზად ვართ საკუთარი ხალხის უსაფრთხოებისათვის შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ", -აღნიშნა რომან ბოკერიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შემდეგი განცხადება გააკეთა:"ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს", რითაც გამოეხმაურა „აირზენას“ ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩარტერული რეისები ევროპიდან საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეჩერდა.
0