კარანტინის პირველი დღე მარნეულში

0
გუშინ 62 წლის ქალს, რომელიც ათეულობით ადამიანთან ერთად წლისთავზე იმყოფებოდა კორონავირუსი დაუდგინდა. რის შემდეგაც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. ამ დროისთვის მარნეულელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. გუშინ სპეციალისტებმა კორონავირუსით დაინფიცირებული ქალბატონის 90-მტე კონტაქტი დაადგინეს. დღეს კი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, აკაკი ზოიძემ გამოაცხადა, ქალის 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით, 1700-მდე კონტაქტია გამოკვეთილი. როგორც ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა საჭიროა მათი გამოკვლევა და შემდგომში იზოლაცია. მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის თანამშრომლები დღეს საკარანტინო უბნებზე გავიდნენ და მოსახლეობის შემოწმება დაიწყეს. დეზინფექცია ჩაუტარდა ტერიტორიაზე შემავალ და გამომავალ ტრანსპორტს. დაიკეტა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიებისა. მარნეული
#კორონავირუსი
#ინფიცირება
#კარანტინი
#პანდემია
#marneulidaily
0