ქვეყანამ, საიდანაც ეს მოქალაქე იმყოფება, გამოთქვა სურვილი და აგზავნის სპეციალურ რეისს თვითმფრინავის

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139691 აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებულ 3 მოქალაქეზე და მათ შორის ჩრ. იტალიიდან ჩამოსულ პიროვნებაზე ინფორმაციას ავრცელებს. მიქელაძის განცხადებით, ​კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს თავის ქვეყანაში სპეციალური რეისით დააბრუნებენ. "დღეს იყო გადაყვანილი 6 მოქალაქე, აქედან 3-ს დაუდასტურდა კორონარული ინფექცია. მათ შორის იყო სასტუმროში თვითიზოლაციაში მყოფი ჩრ. ევროპიდან ჩამოსული მოქალაქე. მას თავის ქვეყანაში გამოფრენამდე ჰქონდა ჩატარებული კვლევა ამ ინფექციაზე და დღეს დილით მიიღო შეტყობინება საეჭვო დადასტურებასთან დაკავშირებით, შეგვატყობინა და გადაყვანილი იყო ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში, ჩაუტარდა ტესტირება და აღმოჩნდა დადებითი. ქვეყანამ, საიდანაც ეს მოქალაქე იმყოფება, გამოთქვა სურვილი და აგზავნის სპეციალურ რეისს თვითმფრინავის და გვიან ღამით ის დაბრუნდება სამშობლოში. მერე კითხვები რომ არ იყოს რატომ არის ერთით ნაკლები კლინიკურ საავადმყოფოში, " - თქვა მიქელაძემ. მიქელაძის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ მეორე და მესამე ინფიცირებულებიც. მისივე თქმით, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. "ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, მინიმალური კლინიკური ნიშნებით, " - აღნიშნა მიქელაძემ. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტიდან 4 თბილისში, ხოლო 3 აჭარაშია მოთავსებული. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორის, მარინა ენდელაძის თქმით, არცერთ მათგანს მარნეულის შემთხვევასთან კავშირი არ აქვს.
0