რატომ ჩერდება დრო ძილის დროს?

0
დრო ძილში ჩერდება, რადგან ცნობიერება მის კონტროლს წყვეტს. ხან, მთელი ღამის ძილის შემდეგ, ისეთი შეგრძნება გვეუფლება, რომ სულ ახლა ხანს ჩავიძინეთ... და უკვე ადგომის დრო არის. სიფხიზლის მხარეს ყოფნა, ჩვენთვის ყოველთვის უფრო მარტივი და ჩვეულია. ხოლო, ის, თუ რა ემართება ადამიანს ძილის პერიოდში, ამოუხსნელი საიდუმლოა. სიფხიზლესა და ძილს შორის კი, ბარიერიერი, ე. წ. ძილ-ბურანია, როდესაც რთულად გასარკვევია, სადა არის ადამიანი, — ფხიზლობს, თუ უკვე ძილშია გადასული. თუმცა, ადამიანი, თუ ის საღ გონებაზეა, ყოველთვის შეძლებს ერთმანეთისგან ძილის და რეალობის გარჩევას, რადგან «სიფხიზლის» მდგომარეობა ყოველთვის დომინირებს და იმის დაჯერებას გვაიძულებს, რომ ჩვენ მუდმივად სწორედ მასში ვიმყოფებით... და ეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ უჩვეულო, ამოუცნობი მოვლენის მოწმენი ვხდებით. ხოლო, ძილის მდგომარეობაში ყოფნის დროს, სიზმარში მიმდინარე მოვლენების რეალობა ეჭვქვეშ, პრაქტიკულად, არასდროს დგება.
0