ინკოგნიტოს პოეზია

0
გრადაცია *** ნუ მეცილებით. მე ჩემი წილი სიცოცხლეც მყოფნის. მე მტკნარი არ ვარ და არც მლაშე ვარ. ღმერთო რა ვუთხრა მე ასეთ ყოფნას. მე გამოდენა მჭირდება უფლის და შენ მაშრები. მთელი სხეული მაქვს დაშრეტილი, ბებერ და სახედამანჭულ ბრძენკაცს. რა და მე ბავშვი მინდა რომ მერქვას, ღმერთო მომეცი მე ბავშვის ტვინი. შენი ფერება მიტომ მიზიდავს, ეს სიყვარულიც რა ნაზად იცი. მე მინდა ღმერთო ვიმპროვიზირდე და ჯაზად ვიქცე. მე მინდა წიგნში რომ შემინახონ მეშვიდე გვერზე, გზაზე მზე მინდა, ღმერთო მინახე მე მშვიდი გეზი ჰა შენი წვიმა ჩემს მხრებზე უკრავს. ციდან მეფურად მოცვივა. ვერ მთმობს რატომ მჭამენ და არ ვყოფნი ლუკმად წმინდა ბებერი ხორცი მაქვს. ღმერთო.? ამ კონსტრუქციებს ბეტონის კედლებს, მე მოვიცილებ ისე მარტივად, შენ თუ მანახებ ოღონდ უკეთეს და სხვა სამყაროს ალტერნატივას. ჩემში ნუ მოკლავ ამ მეფე ნერონს, და გთხოვ მიკურთხე კესო, იესო. გახარებული გონებით ევლოს, ჩემზე ლამაზი ბედი მიეცი.. და ნუ დამართებ შფოთსა და ნევროზს. მისი თვალები ჯერ კიდევ წვანან ფერად ტბებში და მწვანე ხაზებში და სიხარულის გზაზე რომ წავა არ შეეშალოს ის გზა სხვა გზებში. უნდა მუცელზე ტკბილად დაწოლა. ჩემს ერთადერთ შვილს, შვილს და მეგვარეს. მას დედის ძუძუ უნდა აწოვო. და გთხოვ არასდროს არ დამემგვანოს. ჩემს გამხმარ ფუტულს ნედლი ერევა. ზოგი დაჰხარის ანდა ვინ ზოგი? ჰა ღმერთო ჩემი ბედნიერება, შემინახე და გამომიზოგე. ________________________________________ ანიკოს სვასტიკა *** ჰეე_ თვალი არ გააცეცო, სანამ არ ამოგწურავენ, სანამ არ ამოგიღებენ ტვინს, რომელზედაც ას ოცით გადაიარა ცუნამმა და შენ ბრიყვივით იღიმი. ჰეი_ ბგერა არ გაიღო, კრინტი არ დაძრა საწილო. ლიმონკა რომ აგიფეთქონ არ ჰკითხო რისი ხმა იყო? და რომ აგიგდონ საცინლად, შენც გაიცინე ანიკო. ფაშისტურია ცხოვრება, თუ დამიჯერებ სასტიკი. ის ყველა გაღვიძების დროს შუბლზე გახატავს სვასტიკას. ეს შხამიც სანამ მწარეა, სჯობდეს მანამდე ატლიკო, არ ჰკითხო რისი შხამია, შხამი შხამია ანიკო. რომ თითქოს ისე იცხოვრე შენი ცხოვრება არ იყო და წლები ყოველ იანვარს შემოგარტყამდნენ ალიყურს. მე სად მივდივარ კი არა, შენ სად წახვედი ანიკო. ღრმად ნუ შეტოპავ ამ ზღვაში, ზღვებმა იციან გარიყვა. წამოდი. სახლი მარტოა, სახლში ტკივილმა არ იკლო, იმ სახლში მწვანე მანტოა, მე რომ გიყიდე ანიკო. მაინც თვალები დახუჭე, ერთ დროს ოჯახის მუჭუჭო და შავგვრემანო ხუჭუჭა. _____________________________ დიდაქტიკური პერსონა (ნატოს ) *** ჩემი ნატურა ნატურალურია. მაცადე ნატო რა. აჰა ბარემ და მესროლე. ვარ ალტერნატიულად უალტერნატივო ნათურა და დიდაქტიკური პერსონა. მე გამაჩნია მანტო უღილო, და უცენზურო ლექსის განრიგი, გამიგე ნატო. ნახე ვიღიმი, თუ გაიღიმებ და თუ გამიგებ, გთხოვ მიაკერე მანტოს ის ღილი. ________________________________________ მწერალთა სახლის კაბინეტი *** რომ ზიხარ სკამზე, მწერალთა სახლის კაბინეტში და კარგია მძღოლი რომ არ ხარ. არ ხარ მანქანის კაბინაში და არც ქარხნის მუშა რომ არ ხარ. გინდა მაგ ტვინის ღვინით გავსება, ერთ რამედა ღირს, ძველ მაგიდაზე გარდაცვლილ მწერლის ლექსებს მონახავ თან ფიქრობ, როდის დაგაფასებენ. რომ დალპი სკამზე, მწერალთა სახლის კაბინეტში და ცუდია მძღოლი რომ არ ხარ, არ ხარ მანქანის კაბინაში და არც ქარხნის მუშა რომ არ ხარ. _____________________________________ ჩემი რელიგია *** ჰე კათოლიკურ მრევს თუ ვატიკანს ჰფარავდეთ პაპის აკრობატიკა. ვცნობ რელიგიას მართლმადიდებლურს, მართლა კაის და მართლა დიდებულს. ვუსურვებ ახალ სისხლის გადასხმას. მას ვაღიარებ ახლა, რაღა სხვას? მე გეკითხები მაინც, ოხ შივა თუ ინდუიზმის ჰერცის ოხშივარს. დღენაკლულ კაცთა ჯოგი ისმენდა. _რატომ წახვედი ინდუიზმიდან? თქვენთან თუ არის სვლა და სუფიზმი ჩვენთანაც არის სმა და სუფრიზმი. მე რწმენა მომაქვს თქვენთან ვედრობით. მარტო ქრისტეს და ბუდას ვენდობი. ალაჰი ამცნობს კივილით იმამს. კაცთა დაცემას საზარებელთა. ნაზარევიდან ტიბეტში მივალ, და ტიბეტიდან ნაზარეველთან. ______________________________________ გასართობი *** ახლა რა კარგი გასართობი ვარ. წამაკითხებენ ლექსებს სცენებზე, გრძელ კაფეებში და დადგებიან ფეხის წვერებზე დარბაზებიდან. როცა მოკვდები დაფასდები და ახლა რა კარგი გასართობი ხარ. კულისებში ვარ და ვსვამ ჯიტონიკს მე გადავიტან, წყურვილს, შიმშილსაც. შეხედეთ ტაშით დამაჯილდოვეს და მაჩუქებენ სარაჯიშვილსაც. ნახე რა კარგი გასართობი ვარ. აჰა ცხოვრებაც მაქვს ალგო რითმა, მთვრალი კი არა დასათრობი ვარ. მართლა პოეტი ვარ მემგონი თქვა. გასარისკი და დასათმობი ვარ. არადა ამ დროს ჩემი ცხოვრება პარადოქსების ნეხვში ისვრება. ოკეანეში გაუწყლოვნდები, უდაბნოში წყლით გადავივსები. საკუთარ თავთან გავუცხოვდები და უცხოებში გავთავისდები. რა ვქნა, მე მხოლოდ გასართობი ვარ! საფუძვლიანი ეჭვის გარეშე. ღვინო ნაჭამი სახე მოვკეცე. არ მიხარია. ქალებს ვუყურებ მხოლოდ თვალებში არადა ამ დროს ვხედავ რომ მკერდზე შავი ხალი აქ. იცი რა კარგი გასართობი ვარ. მე ნაკვერჩხალი ვარ ამ ქალისთვის, არ ღირს დათმობად. აჰა სასწრაფოდ დასანთები ვარ ცეცხლს წამიკიდებს ასანთებიდან. სხვის გასათბობად. ________________________________________ ტრაგედია უგმიროდ. ნათხოვარ ყულფში თავი არ გაჰყო, თორემ სიკვდილსაც დაგამადლიან.
0