ოფიციალურად - უეფამ ფინალები გააუქმა

ByM.m.m.Georgia
0
კორონავისურის პანდემიის გამო უეფამ საკლუბო ევროთასების ჩატარების თარიღები ოფიციალურად გადადო. აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაცია საკუთარ საიტზე ავრცელებს. ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და ქალთა ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი შეხვედრები გაურკვეველი ვადით გადაიდო. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, სტამბოლში, ათათურქის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე უნდა გამართულიყო. რაც შეეხება ევროპის ლიგის ფინალს, ეს შეხვედრა პოლონეთის ქალაქ გდანსკში, ენერგა გდანსკის სტადიონზე, 27 მაისს მაისს უნდა ჩატარებულიყო. შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის პანდემიის შედეგად, დაინფიცირებულთა რიცხვმა 360 000-ს გადააჭარბა.
#coronavirus
#uefa
#football
#sport
#კორონავირუსი
#უეფა
#სპორტი
#ფეხბურთი
#news
ByM.m.m.Georgia
0