StopCov ფონდი სპეციალური პლატფორმაა, სადაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ კორონავირუსთან საბრძოლველად ნებისმიერი ოდენობის თანხა გადარიცხონ. ეს თანხა მთლიანად მოხმარდება საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას თუ სხვა აუცილებელად გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსებას.
როგორც ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დაახლოებით 40-მდე კომპანიამ გამოთქვა მზაობა და უკვე მიმდინარეობს ფონდის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა. ასე გამოიყურება კომპანიების სია, რომლებმაც უკვე ჩარიცხეს თანხა/ან ჩარიცხავენ:
სარაჯიშვილი – 50 000 ლარი
„ფილიპ მორის საქართველო“ – 100 000 ლარი
„მაგთი“ – 3.000.000 მილიონი ლარი
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალი კომპანიები – ჯამში 1.000.000 ლარი
შ.პ.ს „პსპ“ (ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი) – 300 000 ლარი
მთავრობის მიერ შექმნილ საიტზე, ასევე ჩამოთვლილია იმ კომპანიების სია, რომლებმაც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად და სახელმწიფოს სხვადასხვა დახმარება გაუწიეს.
https://primetime.ge/kompaniebi-romlebmats-koronavirustan-brdzolis-fondshi-soliduri-tankhebi-gadaritskhes/