https://primetime.ge/azerbaijanma-karantini-gamoatskhada/
23 მარტს აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტში გაიმართა სხდომა, რომლის შემდეგაც გადაწყდა, რომ ქვეყანაში 24 მარტიდან 20 აპრილამდე კარანტინის განსაკუთრებული რეჟიმი იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო APA ავრცელებს.
ამ პერიოდში, 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს ეკრძალებათ საკუთარი სახლის დატოვება. იზღუდება ბაქოში, სუმჰაიტსა და აბშერონში ავტომობილების გადაადგილება. ასევე წყდება ყველა საჰაერო მიმოსვლა, გარდა ჩარტერული რეისებისა, რომლებმაც აზერბაიჯანის მოქალაქეები უნდა ჩაიყვანოს სამშობლოში.
აიკრძალება ქუჩებში, პარკებსა და სხვა საჯარო თავშეყრის ადგილებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება. ცნობისთვის, აზერბაიჯანში ამ ეტაპისთვის კორონავირუსის 72 შემთხვევაა გამოვლენილი.