დღეს რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 71 შემთხვევა დადასტურდა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=139696 დღეს რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 71 შემთხვევა დადასტურდა. მთლიანობაში რუსეთის ტერიტორიაზე დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსით დაინფიცირებული 438 პირია. პარალელურად, რუსეთმა კიდევ უფრო მეტად შეზღუდა საერთაშორისო ავიარეისები. პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა 23 მარტს განაცხადა, რომ მთავრობა თვალს ადევნებს სამინისტროებიდან, სააგენტოებიდან და რეგიონებიდან მიღებულ ინფორმაციას და ატარებს ზომებს კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. "როსზდრავნადზორს (რუსეთის ჯანდაცვის სადამკვირვებლო უწყებას) რეგიონებთან ერთად ვუბრძანე, 24 მარტიდან მთავრობას მიაწოდონ განახლებული ინფორმაცია ადგილობრივი სამედიცინო ობიექტების მზადყოფნაზე კორონავირუსის პაციენტების სამკურალოდ", - განაცხადა მიშუსტინმა. 23 მარტიდან რუსეთის ავიახაზები რეისებს განახორციელებს მხოლოდ უცხოეთის დედაქალაქებსა და დიდ ქალაქებში, მაგალითად, ნიუ-იორკში, და რეისები მხოლოდ მოსკოვის აეროპორტებიდან იქნება, - აცხადებს სახელმწიფო სააგენტო როსავია. ამავე სააგენტოს თქმით, რუსეთში ძალაში დარჩება ნებართვა ჩარტერულ რეისებზე უცხოეთში დარჩენილი მოქალაქეების შინ დასაბრუნებლად. კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებიდან რუსეთის 20, 000-მდე მოქალაქის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
0