საქართველოში ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა
130 Views
Primetime
Tbilisi · 6 months ago

https://primetime.ge/saqartveloshi-qortsilebisa-da-qelekhebis-gadakhda-aikrdzala/

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოში ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა. შეზღუდვა საქართველოში პრევენციის მიზნით დაწესდა.

დოკუმენტში ღონისძიების ორივე სახე დაკონკრეტებულია, რადგან ორივე შემთხვევაში ხალხმრავლობაა მოსალოდნელი.

„იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები)“, – ვკითხულობთ მთავრობის დადგენილებაში.

გარდა ამისა, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელ მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.


Primetime
Tbilisi · 6 months ago
8
Write a comment