ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია ღვისმსახურებას მრევლის გარეშე აღავლენს

ByM.m.m.Georgia
0
კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია ღვისმსახურებას ცარიელ ტაძარში, მრევლის გარეშე აღავლენს. აღნიშნული გადაწყვეტილება ეპარქიის ეპისკოპოსმა, საბა ინწკირველმა, ფეისბუკში გამოქვეყნებულ ვიდეოში გაახმაურა. გაგაცნობთ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფი სამრევლოების მიმართ მიღებულ საგანგებო გადაწყვეტილებას. კორონავირუსის მასშტაბური ზრდიდან გამომდინარე, სამრევლოებში წირვა-ლოცვა აღევლინოს მრევლის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება აშშ-ის და კანადის სახელმწიფოების მიერ გაცემულ მოთხოვნებს", - განაცხადა მეუფემ. შეგახსენებთ, დაინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-მა მესამე ადგილზე გადაინაცვლა. უკანასკნელ 24 საათში აშშ-ში COVID-19-ის 9, 883 ახალი ფაქტი გამოვლინდა. საერთო ჯამში იქ 43, 449 დაინფიცირებულია. ამჟამად აშშ-ში სახიფათო ვირუსით 545 ადამიანი გარდაიცვალა.
#კორონავირუსი
#აშშ
#მეუფესაბა
#საპატრიარქო
#პანდემია
ByM.m.m.Georgia
0