მოდას აყოლილი უგემოვნო საზოგადოება

0
მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მათი ხმარებისა და ასევე მათი შექმნისა. ეს არის მოდის ოფიციალური განმარტება. ზოგჯერ ის დადებით შედეგს იძლევა ადამიანებთან მიმართებაში, ზოგჯერ უარყოფითს. მე კი სხვა ხედვა მაქვს მოდასთან და მოდურობასთან დაკავშირებით.
ჩემი აზრით, მოდის ტენდენციების აყოლა და მოდური საგნების ტარება არ ნიშნავს იმას, რომ კარგად გამოვიყურებით. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი ხაზი, საკუთარი მიმართულება, რომელიც თანაკვეთას მოახდენს მოდის თანამედროვე ტენდენციებთან.
მოდის თანამედროვე ტემდენვიებში არ იგულისხმება მხოლოდ სამოსი. ეს შეიძლება იყოს სუნამოები, ტელეფონები, კომპიუტერები, სახლის ინტერიერი და სხვა. მაგალითად, შანელის სუნამოს ქონა და აიფონის უახლესი სმარტფონების ტარება, რადგან ისინი ყველას მოსწონს, სულაც არ ნიშნავს "მოდურობას". რადგან საგნები, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, კავშირში უნდა იყოს ჩვენს შინაგან სამყაროსთან.
ასე რომ, არ არის აუცილებელი ავყვეთ მოდის ტენდენციებს და ამასობაში დავკარგოთ ინდივიდუალურობა. შეიძლება ჩვენი სტილის და მოდის ტენდენციების თანაკვეთა, რაც ყველაზე კარგი გამოსავალია გამოვიყურებოდეთ მოდურად, მაგრამ ორიგინალურად! პატივისცემით, შოთა✌
#გააჟღერე
Feedc
#მოდა
#ახალიამბები
0