24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 528 307 ახალი შემთხვევა გმოვლინდა

Tbilisi Daily

გასული 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოში კოვიდ 19 ნახევარმილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ლეტალური შემთხვევების სტატისტიკამ 8 ათასზე მეტით მოიმატა. საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირებულთა მაჩვენებელი 73 მილიონს აღემატება, გარდაცვლილია მილიონ 627 ათასზე მეტი ადამიანი. ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის, მეორე ადგილზე ევროპიაა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, მსოფლიოში პირველ ადგილ კვლავ შეერთებული შტატები იკავებს.